"ჩვენი ერი მაძლევს ძალას"- პატრიარქი
მთელი ჩემი სიცოცხლე ვემსახურები საქართველოს ეკლესიას. მე ვმადლობ უფალს, რომ დამაკისრა ეს მისია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში მისი დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, თავისი მოღვაწეობის მთავარი მიზანი ქართველი ერის ერთობაა.
„მთავარი მიზანი ჩემი მოღვაწეობისა, ჩემი სულიერი შრომისა, არის მთლიანობა ქართველი ერისა, ჩვენი სახელმწიფოსი. ესაა მთავარი მიზანი და ამ ერთობაში ყოველთვის ჩვენი ერი მაძლევს ძალას. ყველას მადლობას მოგახსენებთ ამ დიდი წოდების მონიჭებისთვის“,- ბრძანა პატრიარქმა.
ცნობისთვის, დღეს საპატრიარქოში პატრიარქის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც სასულიერო აკადემიამ პატრიარქს ჰონორის კაუზას საპატიო დიპლომი გადასცა.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა