საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, რძეზე, ყველზე, კვერცხზე, პურსა და პურპროდუქტებზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ზეთსა და ცხიმზე ფასები შემცირდა.
გვიწევს ჭეშმარიტების და მართლმადიდებლური სარწმუნოების ქადაგება, დამოწმება და დაცვა! დაცვა როგორ?! ზოგს რომ ჰგონია მუშტების ქნევით, ეს არ არის დაცვა ქრისტიანობის! ქრისტიანობას ჩვენ ვიცავთ საკუთარი ცხოვრების წესით! - პირობას ვდებ, არასდროს ვიქნები ეპისკოპოსი რომელიც ქვის სროლას დაუწყებს ცოდვილ ადამიანს, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი „ფეისბუქზე“ წერს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აბიტურიენტებს მიმართავს და წარმატებას უსურვებს.
ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარელისში ფერდობიდან ცენტრალური სარკინიგზო ლიანდაგზე ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, მეხანძრე-მაშველების მიერ ნაპოვნი იქნა მამაკაცის ცხედარი.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაური საავტომობილო გზის 9 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და ამ ეტაპზე, მიწის ექსკავაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა მიმდინარეობს.
„ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზა ერთმანეთთან აკავშირებს ტყიბულსა და ამბროლაურს. აღნიშნულ გზაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვანია რეგიონის სოციალ-ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის.
პროექტი 9 კილომეტრიანი გზის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქართული კომპანია შპს "New Road" ახორციელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.