საქართველო გაივსო კიკუებით. ასეთი კიკუები დაწყებული ზემოდან, პრეზიდენტიდან, დამთავრებული ქვემომდე, მრავალი გვყავს, – ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას განაცხადა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებმა აქცია გამართეს. დასაქმებულები კუთვნილ ხელფასს და კომპენსაციას ითხოვენ.
„მთავარი არხის“ დირექტორის მეუღლემ სოფო ლილუაშვილმა ნიკა გვარამიას გათავისუფლების შესახებ კომენტარი გააკეთა.
ქუთაისში, კომპანია „სანტექ.სერვისს“ ახალი რეგიონული მენეჯერი ჰყავს,- ამის შესახებ სპეციალურად გამართულ შეხვედრაზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ზვიად სამუშიამ განაცხადა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169 კმ-ზე ( რიკოთის მონაკვეთი) ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილზე ჩამოსულმა მიწის შვავმა შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა.