ამ გვერდის ამობედვა

ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე - მეუფე გრიგოლი

მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი სუს-ის სავარაუდო ფარულ მასალებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი რამ არის.

მისი განცხადებით, ამ ფაილების გავრცელებამ შესაძლოა საზოგადოებაში მეტი უნდობლობა და დაპირისპირება გააღვივოს. 

 

"ეს ჩვენთვის ძალიან სერიოზული გაკვეთილი იქნება სამომავლოდ. თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ გადავიტანეთ ეს ყველაფერი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი ზემოქმედების გარეშე. ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე. იმიტომ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ადამიანებში უნდობლობის გაჩენა, მეტი დაპირისპირება", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

წაკითხვა 255 ჯერ

სიახლეები