ამ გვერდის ამობედვა

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

საქართველოში 2 დეკემბრამდე წვიმაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 -ელი დეკემბრიდან 2 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა -გააქტიურება გამოიწვიოს.

 

3 დეკემბრიდან 5 დეკემბრამდე აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურა +9 გრადუსიდან +14 გრადუსამდე მოიმატებს.

 

დასავლეთ საქართველოში 3-4 დეკემბერს უნალექო ამინდს ელოდებიან, 5 დეკემბრიდან კი წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერტურა +14, +17 გრადუსი იქნება. 

 

თბილისში 2 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. უნალექო ამინდი 5 დეკემბრის ჩათვლით შენარჩუნდება. ჰაერი მაქსიმუმ +14 გრადუსამდე გათბება. 

 

მაღალ მთაში 5 დეკემბრამდე თოვლია მოსალოდნელი. ჰაერი მაქსიმუმ +2 გრადუსამდე გათბება.

წაკითხვა 255 ჯერ