ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

72 წლის მამაკაცი „ოპელის“ მარკის გაჩერებულ მანქანაში იმყოფებოდა, რა დროსაც მას „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა დაეჯახა. გაჩერებული მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

 

თვითმხილველების განცხადებით, მომხდარის შედეგად დაშავდა ორი პირი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

 

მომხდართან ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

წაკითხვა 247 ჯერ