"არ შევარჩენ არავის შენი სახელის შელახვას, ან ჩემი თვალით ვნახავ ყველას განადგურებას, ან შენთან მოვალ ძალიან მალე"

დავით სარალიძის მკვლელობიდან 1 წელი გავიდა. შვილმოკლული მამა უკვე 1 წელია სამართალს უშედეგოდ ეძებს.


ზაზა სარალიძე საკუთარი შვილის მკვლელობიდან 1 წლის თავზე საკუთარ სოციალურ გვერდზე შვილს სტატუსს უძღვნის.


"ერთი წელი გავიდა იმ დაწყევლილი დღიდან მამი როცა ბოლოჯერ ვილაპარაკეთ,მას მერე შენი ხმა აღარ გამიგონია,მას მერე ყოველდღე გეძებ შენს ოთახში,ყოველ დღე გეძებ მაგრამ მხოლოდ შენს ფოტოებს და ნივთებს ვაწყდები ყველგან,მას შემდეგ ........შენთან ერთად დაიმარხა და დასამარდა ყველაფერი რაც მახარებდა.იმ დაწყევლილ დღეს ჩაქრა შენი სიცოცხლე და თან წაიღე ჩვენიც.......ერთი წელი გავიდა მამი და შენი მკვლელები საქართველოს ხელისუფლებამ შეიფარა,ხელისუფლებამ დღეს შენი სახელის გადათელვა გადაწყვიტა,მაგრამ დაავიწყდათ რომ მე შენთან ვარ და შენი სახელისთვის მზად ვარ ჩემი თავი შენ გაჩუქო.შენთან ერთად გაქრა 2017 წლის 1 დეკემბერს ის საქართველო რომელმაც შენ გაგწირა.


პირობას გაძლევ მამი,არ შევარჩენ არავის შენი სახელის შელახვას,ან ჩემი თვალით ვნახავ ყველას განადგურებას ან შენთან მოვალ ძალიან მალე.უშენოდ სიცოცხლეს აზრი ვერ მოვუძებნე მამი ამ დაწყევლილ ქვეყანაში.


მიყვარხარ და მენატრები მამი.უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი და მე მალე მანახოს გზა რომელიც შენამდე მოდის." - წერს ზაზა  სარალიძე.

წაკითხვა 1114 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 01 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.