"ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია" - რას წერს კულუმბეგოვი საშიში შტამების შესახებ
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ორჯერადად ვაქცინირებული და დაავადებული ადამიანების იდენტიფიცირების აუცილებლობაზე წერს და აღნიშნავს, რომ ეს ვირუსის ვარიანტების ცირკულირების შესახებ სრული ინფორმაციის ქონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„პირველი იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით, აშშ-ში სრულად ვაქცინირებული 110 მილიონი ადამიანიდან COVID-19 განუვითარდა 10 262 ადამიანს. 27% იყო ასიმპტომური, 10% იყო ჰოსპიტალიზებული, 160 ადამიანი გარდაიცვალა. ასეთი ინფექციის 64% გამოწვეული იყო B.1.1.7 (ალფა) ვარიანტით. ჩვენს ქვეყანაში ყველა ორჯერადად აცრილი და კოვიდით დაავადებული ადამიანის იდენტიფიცირება და მათი დიდი ნაწილის გენომური სექვენირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა სრული მეთვალყურეობა არსებობდეს „შემაშფოთებელი“ ვარიანტების ცირკულირების შესახებ“, - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა