ამ გვერდის ამობედვა

ე.წ. სუს-ის ფაილებში აღმოჩენილი სიახლე გიორგი სანაიას საქმეში - რას წერს ვახო სანაია

ჟურ­ნა­ლის­ტი ვახო სა­ნა­ია, "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ძმის გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, ე.წ. "სუს"-ის ფა­ი­ლებ­ში აღმოჩე­ნილ სი­ახ­ლე­ზე წერს:

"გთხოვთ, წა­ი­კი­თხოთ და გა­ა­ზი­ა­როთ!

 

სუს-ის ფა­ი­ლებ­ში მი­ვაკ­ვლიე ერთ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან დო­კუ­მენტს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩემი ძმის, გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბა მოხ­და შე­ვარ­დნა­ძის პე­რი­ოდ­ში, როცა ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რა ჩვენს ოჯახს და­უ­პი­რის­პირ­და. თა­ვი­დან­ვე და­ი­წყო საქ­მის გა­ყალ­ბე­ბა. ყვე­ლა მე­ქა­ნიზ­მი ჩარ­თეს ფაბ­რი­კა­ცი­ის­თვის. საქ­მე ყალბ­დე­ბო­და პირ­ვე­ლი­ვე სა­ა­თე­ბი­დან. იმა­ვე დღე­ებ­ში გა­მოჩ­ნდნენ "მოწ­მე­ე­ბი", რომ­ლე­ბიც გა­მო­ძი­ე­ბას აძ­ლე­ვენ წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბულ ჩვე­ნე­ბებს.

 

რე­ა­ლუ­რად ესე­ნი იყ­ვნენ ცრუ მოწ­მე­ე­ბი, რო­მე­ლე­ბიც შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ საქ­მის გა­სა­ყალ­ბებ­ლად მო­იყ­ვა­ნა. არა­და, ვი­თომ თა­ვი­სით გა­მოჩ­ნდნენ. რა და­ვა­ლე­ბებ­საც აძ­ლევ­დნენ, ეს "მოწ­მე­ე­ბი" იმას იმე­ო­რებ­დნენ, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აწყობ­და. ხან ერთს ათ­ქმე­ვი­ნებ­დნენ, მერე სი­ტყვებს უკან წა­ა­ღე­ბი­ნებ­დნენ, ჩა­ას­წო­რე­ბი­ნებ­დნენ და ასე... ბო­ლოს თა­ვად­ვე აიხ­ლარ­თნენ პრო­კუ­რა­ტუ­რა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო. ხალ­ხის პრო­ტეს­ტის ჩა­სახ­შო­ბად ავ­რცე­ლებ­დნენ ჭო­რებს და ამის­თვი­საც აღ­ნიშ­ნულ "მოწ­მე­ებს" იყე­ნებ­დნენ. ვი­თომ შემ­თხვე­ვი­თი პი­რე­ბი იყ­ვნენ.

 

ჩვენ­თვის თა­ვი­დან­ვე ცხა­დია იყო ყვე­ლა­ფე­რი და ამ­დე­ნი წე­ლია, ამა­ზე ვლა­პა­რა­კობთ და­უს­რუ­ლებ­ლად. ახლა კი მთა­ვა­რი! ამ დღე­ებ­ში "სუს"- ის ან­გა­რი­შებ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე ერთ-ერთი ასე­თი ,"მოწ­მე". ეს პირი, რომ­ლის ჩვე­ნე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბი­თაც და­ი­წყეს გა­მო­ძი­ე­ბა და მის­ცეს მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა, შე­ვარ­დნა­ძის პე­რი­ოდ­შია გა­და­ბი­რე­ბუ­ლი და არის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის აგენ­ტი. ახლა ხელ­ში მი­ჭი­რავს დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ეს პირი დღეს არის "სუს"-ის აგენ­ტი. ნერ­გა­ვენ ხოლ­მე, ამა თუ იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და იქე­დან აწ­ვდის შიდა ინ­ფორ­მა­ცი­ას კუ­რა­ტორს. იყე­ნე­ბენ უბინ­ძუ­რე­სი საქ­მე­ე­ბის­თვის.

 

მის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი ცნო­ბი­ლია - რო­მე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ობს "სუს"-ის სა­სარ­გებ­ლოდ, ვინ გა­და­ი­ბი­რა ჯერ კი­დევ შე­ვარ­დნა­ძის პე­რი­ოდ­ში, ვინ იყ­ვნენ მისი უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა და­ვა­ლე­ბებს აძ­ლე­ვენ, ვის და რო­დის ხვდე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­ცე­მად.

 

ერთი სი­ტყვით, ბო­ლომ­დე გა­შიფ­რუ­ლია და დო­კუ­მენ­ტე­ბი წინ მი­დევს.

ნელ-ნელა ყვე­ლას დრო დად­გე­ბა!" - წერს ვახო სა­ნა­ია

წაკითხვა 590 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 19 2021