ამ გვერდის ამობედვა

"პირადად შემოვიარე და ვნახე ყველაფერი... გულდასაწყვეტია, რასაც ვუყურებ" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც დროებით სამშობლოში იმყოფება, სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რეგულაციებს არ იცავენ და მეხუთე ტალღის დადგომას აჩქარებენ მაშინ, როცა ჯერ მეოთხე ტალღაც კი არ დასრულებულა:

საფრანგეთში 12 წლის ზევით მოსახლეობის 85.3% არის სრულად ვაქცინირებული (2 დოზით მაღალეფექტური ვაქცინით);

15 ოქტომბრიდან საფრანგეთში კოვიდ ტესტები აღარ იქნება უფასო და აღარ იქნება აღიარებული “კოვიდ საშვად”;

მე-3 დოზა ფაიზერით ვაქცინაცია ჩვეულებრივი გეგმიური რეჟიმით მიმდინარეობს.

საქართველოში … არაპროფესიონალიზმი, ტყუილი, გარიგეგები …

საქართველოში კოვიდის მე-4 ტალღა არ დასრულდა და მე-5 ტალღას აჩქარებენ.

პირადად ვნახე, თუ რა ხდება აჭარაში, იმერეთში, კახეთში და თბილისში …

პირადად შემოვიარე, ელიავა, ლილო, იუსტიციის სახლი, ნავთლუხის ბაზარი, დეზერტირების ბაზარი მოლები …

დამღლელი და გულდასაწყვეტიაა, რასაც ვუყურებ.

წაკითხვა 401 ჯერ