,,დედამიწის კრიმინალურ ისტორიას არ ახსოვს ფაქტი, რომ ადამიანმა აიძულოს მეორე ადამიანი საკუთარი შარდი წაისვას სახეზე''
,,ლეიბორისტული პარტიის'' ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
,,დედამიწის კრიმინალურ ისტორიას არ ახსოვს ფაქტი, რომ ადამიანმა აიძულოს მეორე ადამიანი საკუთარი შარდი წაისვას სახეზე და ამ ფორმით დაგმოს საკუთარი თავი. ეს ჩაიდინა მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა რომელიც ამ დღეებში არა მარტო ციხიდან გაათავისუფლეს, არამედ შემდგომ პატივითა და დიდებით შეხვდა სახელმწიფოს მეთაური, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისევ ივანიშვილი. აქ კიდევ სხვა საშიშროებაა თ.აბაზოვს დამთავრებული აქვს ანკარაში თურქეთის უშიშროების აკადემია და წარმოადგენს ამ ქვეყნის სპეცსამსახურის ოფიცერს. როგორც ცნობილია თურქეთში განსაკუთრებით ისლამისტ ერდოღანის მმართველობისას განსაკუთრებით გაძლიერდა პანთურქული მოძრაობა. უკვე შეიქმნა თურქულენოვანი ქვეყნების საპარლამენტი ასამბლეა, სადაც თურქეთთან ერთად მთელი შუა აზია და აზერბაიჯანია ჩართული, დაჩქარებული ტემპებით ხორციელდება სხვა სახელმწიფო საკოორდინაციო სტრუქტურების შექმნა, რათა ასრულდეს დიდი თურქული ოცნება. ამ საქმეს დღეს უკვე შეუერთდა ქართული ოცნების ოფიციალური ლიდერი, ავიაკომპანია თურქიშ ერლაინზის უმსხვილესი აქციონერი - ივანიშვილი. როგორც ჩანს, მას არ ეყო, რომ რუსებს ნახევარი საქართველო შემოაღობინა და ახლა თურქ მეციხოვნეებს აბარებს ქვეყანას''-წერს შალვა ნათელაშვილი.
სიახლეები
- ტრამპის გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკა – ქვეყნიდან მასობრივი დეპორტაცია გრძელდება
- ,,ეჭვი მაქვს, „ნაპა“ ვირუსი საქართველოსთვის პრობლემა გახდეს, ის ჰაერწვეთოვანი გზით არ გადადის"- ივანე ჩხაიძე
- ,,ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს” – შალვა პაპუაშვილი
- ოპოზიციური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ პრემიერის ინიციატივას ეხმაურება და დებატებში მონაწილეობის თაობაზე მზაობას გამოთქვამს
- ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის