ამ გვერდის ამობედვა

"ხვალინდელი განაჩენის ფასია მინიმუმ 1,5 მილიარდი დოლარი"

პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმესთან დაკავშირებით წერს:

"ხვალინდელი განაჩენის ფასია მინიმუმ 1,5 მილიარდი დოლარი.

 

ხელისუფლებამ საარბიტრაჟო დავაში უნდა ამტკიცოს, რომ ანაკლიის პროექტის ჩაშლა განაპირობა საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობამ და არა ოპერატორის მიმართ უკანონო დევნის გამო პოტენციური ინვესტორების დაფრთხობამ.

 

გამამართლებელი განაჩენი ირიბად ადასტურებს უკანონო დევნას და არბიტრაჟს ხელისუფლება წააგებს. 

 

ფასი - 1,5 მილიარდი დოლარი. გამამტყუნებელი კი ადასტურებს, რომ ჩვენ სახელმწიფო არ ვართ და მაღალი ალბათობით ვერც არბიტრაჟს გადაარჩენს. ფასი - ბნელი მომავალი + სავარაუდოდ, 1,5 მილიარდი დოლარი. ასეთ ჩიხში შეიყვანეს თავი და რაც მთავარია, ქვეყანა…", - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

 

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება. 

წაკითხვა 355 ჯერ