„ამ ყასაბმა, სასამართლო ხელისუფლება აქცია ლაგამამოდებულ ბიძინას ჯორად“- შალვა ნათელაშვილი ლევან მურუსიძეზე
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მურუსიძის დანიშვნა, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გადწყვეტილებითაა მიღებული.
„ჯალათ მურუსიძის მუდმივ მოსამართლედ კურთხევა ერის სულში,მის წარსულსა და მომავალში ჩაფურთხებაა. ეს გადაწყვეტილება მიღებულია მხოლოდ და მხოლოდ პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ იმისადმი მადლობის ნიშნად, რომ ამ ყასაბმა, სასამართლო ხელისუფლება აქცია ლაგამამოდებულ ბიძინას ჯორად“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ უვადოდ განწესდა. შესაბამისი გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობამ – 11-მა მათგანმა მიიღო.
ტეგები:
სიახლეები
- ტრამპის გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკა – ქვეყნიდან მასობრივი დეპორტაცია გრძელდება
- ,,ეჭვი მაქვს, „ნაპა“ ვირუსი საქართველოსთვის პრობლემა გახდეს, ის ჰაერწვეთოვანი გზით არ გადადის"- ივანე ჩხაიძე
- ,,ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს” – შალვა პაპუაშვილი
- ოპოზიციური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ პრემიერის ინიციატივას ეხმაურება და დებატებში მონაწილეობის თაობაზე მზაობას გამოთქვამს
- ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის