ამ გვერდის ამობედვა

"8 წლის შემდეგ, ევროპელი მეგობრების მხრიდან მკაფიოდ იქნა დეკლარირებული საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა"

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

"8 წლის წინ, ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო, რაც ევროინტეგრაციის გზაზე, შეუქცევად, პრაქტიკულ მექანიზმს წარმოადგენს.

 

დღეს, ეს თარიღი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან 8 წლის შემდეგ, ევროპელი მეგობრების მხრიდან მკაფიოდ იქნა დეკლარირებული საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა. დარწმუნებული ვარ, საზოგადოების საერთო კონსოლიდაციით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი,"- წერს ირაკლი შენგელია.

წაკითხვა 253 ჯერ