ამ გვერდის ამობედვა

"31 სექტემბერს ვიკრიბებით პარლამენტთან, შემდეგ მივდივართ ცესკოთან" - ზაზა ბიბილაშვილი

"ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

" მეგობრებო, კეთილმოსურნენო, არაკეთილმოსურნენო, ჩასაფრებულნო, ოპოზიციის ცხელ შემოდგომაზე მოქილიკენო!!

 

ნუთუ არ უწყით, რომ ასტრონომიულად შემოდგომა მხოლოდ დღეს, 22 სექტემბერს დადგა?!? ასე რომ, დაანონსებული "ცხელი შემოდგომა" თავდაპირველი გეგმისამებრ, ხვალიდან... არააა - ზეგიდან! არა, ზეგ შაბათია... ორშაბათიდან დაიწყება!
 
 
31 სექტემბერს ვიკრიბებით პარლამენტთან, მივდივართ ცესკოთან მუხიანის გავლით, იქიდან გადარჩენილები ვიყოფით, ვაშლიჯვრისა და სანაპიროს გზებით, ორ ფალანგად მივდივართ ფეხბურთის ფედერაციასთან, ისევ ვერთიანდებით და ხელჩაკიდებულები ვარტყამთ მას სამ წრეს (რატომ ფეხბურთის ფედერაციასთან? - იმიტომ, რომ "ახლა ასეა საჭირო!"). მერე გეგმიურად ვიშლებით და ვაანონსებთ გრანდიოზულ აქციას ნიკოლოზობა დღეს, 19 დეკემბერს. თუ ეგ უკვე ზამთარია? ნურას უკაცრავად! - ასტრონომიულად, ზამთარი 22 დეკემბერს მოდის. ანუ ეგ აქცია ცხელი შემოდგომის დამაგვირგვინებელი ფაზა იქნება.
 
 
მოკლედ, ყველაფერი მიდის ზუსტად ისე, როგორც დაგეგმილია და თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდათ ამ სტატუსის კითხვისას, გახსოვდეთ - "ომში ვართ", "კითხვები გვასუსტებს" და "ახლა ამის დრო არ არის!"
 
"ჩემი გჯერა?!" - წერს ზაზა ბიბილაშვილი.
წაკითხვა 301 ჯერ