ამ გვერდის ამობედვა

"პოპულისტ პრემიერს "უტყდება" ქალების დაცვა, შს მინისტრს დანიშვნის დღიდან ამ თემაზე ხმა არ ამოუღია" - ნათია მეზვრიშვილი

პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი ბოლო პე­რი­ოდ­ში გახ­ში­რე­ბუ­ლი ფე­მი­ცი­დის ფაქ­ტებს ეხ­მა­უ­რე­ბა და სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებს უმოქ­მე­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

მისი თქმით, "რა უბე­დუ­რე­ბაც ახლა გვჭირს, იმა­ში უპირ­ვე­ლე­სი დამ­ნა­შა­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა".

 

"70 წლის მო­ნა­ზო­ნი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს (აქამ­დე ვე­რა­ფე­რი ვთქვი, გო­ნე­ბამ­დე ვერ მი­ვუშ­ვი). ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ მო­ზო­მი­ლი ვიყო ასეთ მძი­მე ფაქ­ტებ­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კრი­ტი­კი­სას და პო­ლი­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თი არ შევ­ძი­ნო, მაგ­რამ ეს აღა­რაა პო­ლი­ტი­კა.

 

მი­ნი­მუმ ბოლო სამი დღეა ტრა­გე­დი­ებს (ქმარ­მა ცოლი დაწ­ვა - ცე­ცხლი წა­უ­კი­და. 12 წლის ბავ­შვმა ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა) ვით­ვლით და დიახ, ამა­ზე უპირ­ვე­ლე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზეა, რომ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გუ­შინ (და ალ­ბათ, დღე­საც) ფე­ის­ბუქ­ზე მოთ­ქმა-გო­დე­ბით და კეკ­ლუ­ცით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. რე­ა­ლუ­რად, მათ ხელ­შია და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ქმე­დი­თი ბერ­კე­ტე­ბი. მინ­და გი­თხრათ, რომ პოს­ტე­ბით ვერ გაძ­ვრე­ბით. რომ მივ­ხვდი, პო­ზი­ტი­ურ დღის წეს­რიგს ვე­ღარ ვქმნი­დი და თვის ბო­ლოს მხო­ლოდ ხელ­ფასს ვი­ღებ­დი, გა­დავ­დე­ქი. ხოდა ან იმოქ­მე­დეთ, ან სინ­დის­მა შე­გა­წუ­ხოთ და წა­დით სახ­ლებ­ში (ბოლო-ბოლო ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე­ზეა სა­უ­ბა­რი, რო­მელ­საც ვერ და არ შვე­ლით).

 

არა­ვის ეგო­ნოს, რომ ეს მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრობ­ლე­მაა და ერთ დღეს გავ­ვე­ლურ­დით. ეს უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმოქ­მე­დო­ბის, მოშ­ლი­ლი სა­ხელ­მწი­ფო აპა­რა­ტის, გულ­გრი­ლო­ბის, და­უს­ჯე­ლო­ბის, ძა­ლა­დო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის შე­დე­გია. ორი დღის წინ ვთქვი, და­ნა­შა­უ­ლის სტა­ტის­ტი­კა იმა­ლე­ბა­თქო და ოც­ნე­ბამ უკად­რე­ბე­ლი იკად­რა. უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტე­ბი სა­ხე­ზეა.

 

მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ ხდე­ბა შემ­დე­გი:

ფსევ­დო­პატ­რი­ოტ, პო­პუ­ლისტ პრე­მი­ერს „უტყდე­ბა“ ქა­ლე­ბის დაც­ვა და დუმს. ის კი არა, თა­ვი­სი მრჩე­ვე­ლი რომ და­ნიშ­ნა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში, ტი­ტულს გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა მო­ა­შო­რა.

 

შს მი­ნისტრს და­ნიშ­ვნის დღი­დან ამ თე­მა­ზე ხმა არ ამო­უ­ღია. შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე დი­ნე­ბას მიყ­ვე­ბა.

 

მუ­შა­ო­ბენ რი­გი­თე­ბი, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტი­კას ფი­ზი­კუ­რად ვერ შექ­მნი­ან. აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­სა­გე­ბია, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი რი­გი­თე­ბის გუ­ლის­ტკი­ვი­ლი, რომ მათი შრო­მა არ ჩანს. არ გა­მოჩ­ნდე­ბა და ამის მი­ზე­ზე­ბი პო­ლი­ტი­კურ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში უნდა ეძე­ბონ და თა­ვად ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა გა­აგ­რძე­ლონ (ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი).

არც ერთი სა­მი­ნის­ტრო (მათ შო­რის გა­ნათ­ლე­ბა, ჯან­დაც­ვა) არ თვლის, რომ ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­აა მისი ფუნ­ქცი­აა. ბრალ­დე­ბულს და­ა­კა­ვე­ბენ და ეს ჰგო­ნი­ათ ქმე­დი­თი რე­ა­გი­რე­ბა. აქამ­დე რომ მათი უმოქ­მე­დო­ბით მი­ვი­და საქ­მე, იმას არ და ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ.

 

უწყე­ბებს შო­რის კო­ორ­დი­ნა­ცია ნულს უდ­რის. პრო­კუ­რა­ტუ­რას ჰგო­ნია ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის კამ­პა­ნი­ას თუ ჩა­ა­ტა­რებს (რაც კარ­გია, მაგ­რამ არც საკ­მა­რი­სი და არც პრო­კუ­რა­ტუ­რის საქ­მე), მოხ­სნი­ლი აქვს და­ნარ­ჩე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. შსს-ს ჰგო­ნია, პრე­ზენ­ტა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბაა საქ­მე. გა­ნათ­ლე­ბა და ჯან­დაც­ვა სა­ერ­თოდ ჩირ­გვებ­შია და­მა­ლუ­ლი.

 

უწყე­ბე­ბი მუდ­მი­ვად თა­ვის მარ­თლე­ბი­სა და ერ­თმა­ნეთ­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბის რე­ჟიმ­ში არი­ან. არა­ნა­ი­რი ერ­თო­ბის გან­ცდა და სა­ერ­თო მიზ­ნის­თვის ბრძო­ლა. ქალს მოკ­ლა­ვენ და პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­სა­მარ­თლოს აბ­რა­ლებს, შსს პრო­კუ­რა­ტუ­რას. კო­ორ­დი­ნა­ცი­ის ჯაჭ­ვი რომ მორღვე­უ­ლია, ამა­ზე სა­კუ­თარ წილ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ გრძნო­ბენ. იცით რა­ტომ?

 

მოშ­ლილ სა­ხელ­მწი­ფო­ში, სა­დაც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნის (და არა ხალ­ხის) წი­ნა­შე არ­სე­ბობს, რო­მელ­საც აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი აქვს, არა­ვის უნდა გამ­წე­ვი ძა­ლის როლ­ში ყოფ­ნა და ლი­დერ­ში­პის აღე­ბა. რის­თვი­საც ფას­დე­ბი­ან (მაგ.: პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის დევ­ნის­თვის, უკა­ნო­ნო მოს­მე­ნის­თვის, თვალ­თვა­ლის­თვის, ნე­პო­ტიზ­მის­თვის, კო­რუფ­ცი­ის­თვის და ა.შ.), პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი იმით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი.

 

ხა­რის­ხის გაზ­რდა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი გა­ა­ჩე­რეს, სტა­ტის­ტი­კის დევ­ნა და და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა და­აბ­რუ­ნეს, ძა­ლა­დო­ბას მა­ღა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ტრი­ბუ­ნი­დან ახა­ლი­სე­ბენ და ამარ­თლე­ბენ. რა­ზეა სა­უ­ბა­რი სა­ერ­თოდ?

 

ამ სრუ­ლი უმოქ­მე­დო­ბის ფონ­ზე, ყვე­ლა ჯერ­ზე, რო­გორც კი მძი­მე შე­დე­გე­ბი დგე­ბა, იწყე­ბენ აქ­ცენ­ტე­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო და პრო­ცე­დუ­რულ ცვლი­ლე­ბებ­ზე გა­და­ტა­ნას. რე­ა­ლუ­რად კი პრობ­ლე­მა უმოქ­მე­დო­ბა­ში და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მშია. ამი­სი ერთ-ერთი მა­გა­ლი­თია გუ­შინ არა­ერ­თხელ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რე­ბის და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბის არა­ე­ფექ­ტი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ.

 

რე­ა­ლუ­რად ერ­თიც მუ­შა­ობს და მე­ო­რეც, ერ­თსაც და მე­ო­რე­საც არა­ერ­თი ქალი უხ­სნია სიკ­ვდი­ლის­გან. როცა ვი­გებთ, რომ მკვლე­ლის მი­მართ წარ­სულ­ში შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი იყო გა­მო­ცე­მუ­ლი ან ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რის ტა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ იყო და­კის­რე­ბუ­ლი, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი შე­სა­ბა­მის უწყე­ბა­ში უნდა ვე­ძე­ბოთ, ვი­ნა­ი­დან რის­კე­ბის სა­თა­ნა­დოდ შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის გა­მო­ცე­მა, გა­მო­ცე­მის შემ­დეგ მისი მო­ნი­ტო­რინ­გი, ელექ­ტორ­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბა და მო­ძა­ლა­დის ქცე­ვის მო­ნი­ტო­რინ­გი პო­ლი­ცი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა. შსს-ს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა ამ მხრივ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის სა­თა­ნა­დო გა­დამ­ზა­დე­ბა და კვა­ლი­ფი­კა­ცია უზ­რუნ­ველ­ყოს. 2 წე­ლია ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რი ამოქ­მედ­და და ახლა დად­გინ­და, რომ პრობ­ლე­მა ყო­ფი­ლა?

 

მოკ­ლედ, რა უბე­დუ­რე­ბაც ახლა გვჭირს, იმა­ში უპირ­ვე­ლე­სი დამ­ნა­შა­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა. სა­ხელ­მწი­ფო თვით­დი­ნე­ბა­ზეა მიშ­ვე­ბუ­ლი და უმ­ძი­მე­სი შე­დე­გე­ბი სა­ხე­ზეა. ქვე­ყა­ნას პატ­რო­ნი არ ჰყავს" - წერს ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი.

წაკითხვა 196 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 26 2022