"სააკაშვილი ხორცი არ არის სამარხვო და შობის მარხვაში ნუ შეჭამთ!.." - მამა პეტრე
ვნახე ყოფილი პრეზიდენტის ფოტო. ვნახე და ძალიან მეტკინა. ისე, რაც ხდება, ყველა მოვლენას თავის ახსნა აქვს… არაფერი თავისით, შემთხვევით არ ხდება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამა პეტრე (კოლხი) წერს.
მისი თქმით, სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ბევრი გამწარდა, ბევრი გახდა უსამართლობის მსხვერპლი… ადამიანებს კლავდნენ და ასახიჩრებდნენ.
"ჩვენ ამას ვგმობდით, ჩვენ ამის გამო უარი ვთქვით მასზე და ასე სამწუხაროდ დასრულდა მისი ეპოპეაც, მაგრამ რაც მასთან მიმართებაში დავიწუნეთ, რა ბოროტებას, ძალადობას და აგრესიას გავემიჯნეთ, სინამდვილეში გაორმაგებულად ჩვენში აღმოჩნდა.
სინამდვილეში უარესი ვყოფილვართ და ბევრს მისგან განსხვავებით ძალა-უფლება არ გააჩნია, თორემ ახლა უკვე მართლა მჯერა, რომ უარესს ჩაიდენდა…
განსაკუთრებით შემზარავია იმ ადამიანების ყურება, ვისაც ფოტოები ხატების ფონზე აქვს გადაღებული, ვინც უცხიმო მარხვას იცავს და მეტანიებით მუხლებს იტყავებს… სინამდვილეში ყველაზე სასტიკი და დაუნდობლები, ასეთი ფარისევლები აღმოჩნდნენ…
როდის მერე გახდა შურისძიება ქრისტიანული სათნოება?!
როდის მერე აკურთხეს ,,სამარხვო კერძებად” ცინიზმი და სარკაზმი?!
აი, სწორედ ამიტომ ღმერთს არ ესმის ასეთი ლოცვები, სინამდვილეში ბოდვები…
ჯვარცმული ქრისტე საკუთარ თავზე მეტად მათზე წუხდა, ვისაც სხვისი ჯვარცმა შეეძლო…
მიხეილ სააკაშვილი ხორცი არ არის სამარხვო და შობის მარხვაში ნუ შეჭამთ!.." - წერს სოციალურ ქსელში პეტრე კოლხი.
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"