ამ გვერდის ამობედვა

"ევროკავშირის დროშის შეურაცხყოფა საქართველოს სახე არ არის" - გია მურღულია

პრორუსული ძალების მიერ საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტს ფილოლოგი გია მურღულია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ზღვარგადასული ემოციით მოქმედება, სიმბოლოებზე ძალადობა და უკულტურობა, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის, მიუღებელია“.

 

„დღევანდელი აქცია და ევროკავშირის დროშის შეურაცხყოფა თანამედროვე (არც ისტორიული) საქართველოს სახე არ არის - ზღვარგადასული ემოციით მოქმედება, სიმბოლოებზე ძალადობა და უკულტურობა, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის, მიუღებელია.

 

პროტესტი ყველას შეუძლია გამოთქვას, მაგრამ ასეთი „განხორციელება“ ძალიან პრობლემური და სახიფათოა.


ის რაც ჩვენი ისტორიული არჩევანია და კონსტიტუციაშიც გვიწერია, მეტ პატივისცემასა თუ პასუხისმგებლობას გულისხმობს და მოითხოვს.


ამ არჩევანს სახელმწიფოც აქცენტირებული პრინციპულობით უნდა გამოხატავდეს დ იცავდეს," - აცხადებს გია მურღულია. 

წაკითხვა 242 ჯერ

სიახლეები