ამ გვერდის ამობედვა

"ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აქციის 9 აპრილისთვის დაანონსება არ მიმაჩნია სწორად"

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილისთვის აქციის დაანონსებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„უახლოეს პერიოდში ერთი დიდი აქცია მართლაც უნდა გაიმართოს. მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ასეთი აქციის 9 აპრილისათვის დაანონსება არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ შემიძლია, მათაც გავუგო – სხვებიც ხომ დასწრებაზე არიან.

 

„აგენტების” კანონის ჩავარდნის შემდეგ ქვეყანაში რაღაც იცვლება და ეს ოპოზიციის ქცევასაც უნდა დაეტყოს“, – წერს რომან გოცირიძე.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, 9 აპრილს, 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ.

წაკითხვა 265 ჯერ