ამ გვერდის ამობედვა

"უალტერნატივოა, საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვას ფრენების აღდგენაზე და შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს"

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გაუქმების შესახებ რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თავდაცვის ექსმინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

„აბსოლუტურად აუცილებელი და უალტერნატივოა რომ საქართველოს ხელისუფლებამ:

  • უარი თქვას ფრენების აღდგენაზე და შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს რუსული ავიაკომპანიების წინააღმდეგ
  • სავიზო რეჟიმი დაუწესდეთ რუსეთის მოქალაქეებს“, - წერს ხიდაშელი. 
წაკითხვა 271 ჯერ