ამ გვერდის ამობედვა

"მერამდენედ უნდა დადგეს „გადამწყვეტი“ მომენტი და მერამდენედ უნდა ჩაისვაროთ?" - ვატო შაქარიშვილი

კონსერვატიული პორტალის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქციის ფოტოს აქვეყნებს.

შაქარიშვილი წერს, რომ დაანონსებული „გადამწყვეტი“ მომენტის მიუხედავად, აქციაზე ცოტა ხალხის მისვლის გამო, უმჯობესია, ორგანიზატორებმა „სხვა ხელობა ნახონ“.

 

„მერამდენეჯერ უნდა დადგეს „გადამწყვეტი“ მომენტი და მერამდენეჯერ უნდა ჩაისვაროთ თქვე ჩემის დეგნანიანებო…?! წაით სახლში, სხვა ხელობა ნახეთ!“ - წერს შაქარიშვილი ფეისბუკზე.

წაკითხვა 277 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 19 2023

სიახლეები