"ჯერ კიდევ უკრაინის საბოლოო გათავისუფლებაში მაქვს მონაწილეობა მისაღები და შემდეგ სოხუმში ვაპირებ პიაცის აშენებას"
რუსეთი მარცხდება და ჩვენ აფხაზეთი გვაქვს გასათავისუფლებელი. მე ჯერ კიდევ უკრაინის საბოლოო გათავისუფლებაში მაქვს მონაწილეობა მისაღები და შემდეგ სოხუმში ვაპირებ პიაცის აშენებას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, საქართველოში ძალაუფლება კრიმინალურ ჯგუფს აქვს ხელში ჩაგდებული, რომელიც აუცილებლად გადავა მასშტაბურ ძალადობაზე.
„მეგობრებო, რუსეთში არეულობის და ძალადობის ბოლოჟამის ხანა დაიწყო და საქართველო, რომელიც ივანიშვილმა მეტწილად რუსეთის კლანად აქცია, ზუსტად ამ გზას დაადგა.
საქართველოში ძალაუფლება კრიმინალურ ჯგუფს აქვს ხელში ჩაგდებული, რომელიც აუცილებლად გადავა მასშტაბურ ძალადობაზე. ის რაც გუშინ იხილეთ, მხოლოდ დასაწყისია. ახლა მთავარია, არ შეგვეშინდეს!
მე ხომ არ შემეშინდა აქ ჩამოსვლა. თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ შეიძლება მოვეკალი. ნურც თქვენ შეგეშინდებათ, სამოქალაქო საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლონ თავის დაცვა!
რა დროს საარჩევნო სიებში ადგილების გაყოფაა – ძალიან მიკვირს, ამას რომ ვუყურებ.
წინ, რუსეთის და უკრაინის მოვლენების პარალელურად (განსაკუთრებით, უკრაინის წარმატების პარალელურად), უმძიმესი პერიოდი გველოდება, რომლის გასავლელად კონსოლიდაცია და ახალი ელემენტების შემოტანა გვჭირდება, ისეთის, რაც წინა წლებში არ ყოფილა აქტუალური.
ჩვენ მათ მოგვპარეს მომავალი და ახლა უნდათ აწმყოს წართმევაც. უნდა ვუთხრათ ივანიშვილს და მის პატრონებს რუსეთში, რომ ვერ მოგვერევით. ვერ „დაგვაჩმორებთ“, ჩვენ ბევრად მეტი ვართ.
რუსეთი მარცხდება და ჩვენ აფხაზეთი გვაქვს გასათავისუფლებელი.
მე ჯერ კიდევ უკრაინის საბოლოო გათავისუფლებაში მაქვს მონაწილეობა მისაღები და შემდეგ სოხუმში ვაპირებ პიაცის აშენებას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"