"ეთიკას მოკლებულია პრეზიდენტის საუბარი პატრიარქის სისუსტესა და ცვლილებაზე, ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა" - ანდრია ჯაღმაიძე
ეთიკას მოკლებულია პრეზიდენტის საუბარი პატრიარქის სისუსტესა და ცვლილებაზე, ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ანდრია ჯაღმაიძე წერს, ეკლესიასთან მიმართებით სალომე ზურაბიშვილის კომენტარი ბევრ კითხვას აჩენს.
„ბევრ კითხვას ბადებს ქალბატონი პრეზიდენტის ბოლო კომენტარი ეკლესიასთან მიმართებით. პირველ რიგში, პრეზიდენტის მხრიდან, რომელსაც თავი მიაჩნია ეკლესიის მრევლად, მოქმედი პატრიარქის სისუსტესა და პატრიარქის ცვლილებაზე საუბარი ეთიკას მოკლებულია. სხვა საკითხია, რომ ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა.
გაუგებარია, რას გულისხმობდა პრეზიდენტი „ეკლესიის ძველ მეთოდებზე“ , ისევე როგორც ეკლესიის მხრიდან „პროდასავლური რიტორიკის მიყოლის“ შესახებ საუბრისას. რას ნიშნავს, ეკლესია „ახლოსაა ძალასთან“? პრეზიდენტის სიმაღლიდან ასეთი ზედაპირული, შაბლონური დამოკიდებულების მოსმენა სამწუხაროა. ქართულ ეკლესიაში პროქართულ, პროევროპულ თუ პრორუსულ არჩევანზე საუბარი ჩრდილს აყენებს, აკნინებს არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად კომენტარის ავტორს“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საქართველოს ეკლესიის როლის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა: „ეკლესიასთან დაკავშირებით კომპლექსური ვითარებაა, ერთ-ერთი მიზეზია პატრიარქის სისუსტე, ვიმედოვნებ, ეკლესია შეძლებს, აირჩიოს პროქართველი, პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქი“.
სიახლეები
- " ივანიშვილს და „ოცნებას "გარდაეცვალათ" მამა, ვიქტორ ორბანის სახით" - მიხეი სააკაშვილი
- "უნგრელი ხალხის არჩევანს პატივს ვცემთ" - დიმიტრი პესკოვი
- "ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას"- ირაკლი კობახიძე
- "დაე, რუსეთისა და მისი პროქსი ძალების მარცხი გაგრძელდეს ყველგან, სადაც ისინი მოქმედებენ მსოფლიოს მასშტაბით" - გიორგი გახარია
- "ჩვენ ეს შევძელით! ერთად შევცვალეთ ორბანის რეჟიმი, ერთად დავიბრუნეთ ჩვენი ქვეყანა" - პეტერ მადიარი