"მელია აწი გინდ შაიტანეთ და გინდ გამაიტანეთ, როგორც გიორგი კუჭატნელი, ხელი რომ დავადე, ამბიციური მოღალატეა-მეთქი, ამას ინფორმაციის გარეშე როგორ ვეტყოდი"
მელია აწი გინდ შაიტანეთ და გინდ გამაიტანეთ, როგორც გიორგი კუჭატნელი. ხელი რომ დავადე, ამბიციური მოღალატეა-მეთქი, ამას ინფორმაციის გარეშე როგორ ვეტყოდი, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
როგორც ჩარკვიანი წერს, ახლა კითხვაც კი არარ არსებობს.
„არა რა, რომ დავადე ხელი, ვალდებულებები აქვს და ამბიციური მოღალატეა-მეთქი (ჯერ კიდევ როდის ვთქვი), ისე კი არ ვთქვი, ან ასეთ უკიდურეს სიტყვას-ბრალდებას ინფორმაციის არსებობის გარეშე როგორ ვეტყოდი? (ეგ ჩემი სტილი არ არის, ეგ ბედუკაძის პარტნიორების – „ჩიტებიანების“ სტილია. ჰოდა, ახლა იფრინე, ნიკანორ, „ჩიტებიან“ ინფორმატორებთან ერთად). ახლა უკვე სულერთია, ეს მელია, კუთხურად და ჟარგონულად რომ ვთქვა: „აწი“, გინდ შაიტანეთ და გინდ გამაიტანეთ, როგორც გიორგი კუჭატნელი – მიწაზე გაშხლართული ფალავანი. ეგ არის და ეგ … კითხვაც კი აღარ არსებობს“, – წერს თაკო ჩარკვიანი.
სიახლეები
- "საქართველოს მთავრობის მეთაურთან ნათლად ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომაა და არ უნდა იქნას მიღებული" - ოლაფ შოლცი
- "ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ 10-მდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას" - პრემიერი
- "სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი" - კახა კალაძე
- "დღეს, თბილისსა და სხვადასხვა კუთხეში ასობით ათასი მოქალაქის გამოსვლით, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა" - შალვა პაპუაშვილი
- "დიდი მნიშვნელობა არ აქვს გაიწვევენ თუ არა ამ კანონს, რადგან მთელი სურათი შემაშფოთებელია" - პრეზიდენტი