"2004 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ გაუხსნა საქართველოს ევროპისკენ გზა და ამ პარტიის ხელისუფლება შეიყვანს ქვეყანას ევროკავშირში"
2004 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ გაუხსნა საქართველოს ევროპისკენ გზა და ამ პარტიის ხელისუფლება შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს.
სააკაშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ევროპის სახალხო პარტიაში ხმის უფლების მოპოვება მიულოცა.
“მინდა მივულოცო ჩემს თანაპარტიელებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ევროპის ყველაზე მსხვილ პოლიტიკურ გაერთიანებაში, „ევროპის სახალხო პარტიაში“ ხმის უფლების მოპოვება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პირველებს საქართველოდან უკვე შეგვიძლია ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე ხმის მიცემა, „ნაციონალები“ გავხდით პირველი ასეთი ქართველები. მაგალითად, გუშინ ჩვენი 4 ხმა მივეცით ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკომისიის თავმჯდომარედ წამოყენებას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო პირველი ქართული პარტია, რომელიც გავიდა ევროპულ არენაზე. 2004-ში პარტიის ხელისუფლებამ გაუხსნა საქართველოს ევროპისკენ გზა და ამ პარტიის ხელისუფლება შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში.
მიუხედავად პატიმრობისა, მე მივიღე ოფიციალური მოწვევა დავსწრებოდი გუშინდელ ყრილობას და ჩემი მიმართვა წაკითხული იყო ათასობით დელეგატის წინაშე, გიორგი ბარამიძის მიერ”, - წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში.
სიახლეები
- " ივანიშვილს და „ოცნებას "გარდაეცვალათ" მამა, ვიქტორ ორბანის სახით" - მიხეი სააკაშვილი
- "უნგრელი ხალხის არჩევანს პატივს ვცემთ" - დიმიტრი პესკოვი
- "ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას"- ირაკლი კობახიძე
- "დაე, რუსეთისა და მისი პროქსი ძალების მარცხი გაგრძელდეს ყველგან, სადაც ისინი მოქმედებენ მსოფლიოს მასშტაბით" - გიორგი გახარია
- "ჩვენ ეს შევძელით! ერთად შევცვალეთ ორბანის რეჟიმი, ერთად დავიბრუნეთ ჩვენი ქვეყანა" - პეტერ მადიარი