"თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
თურქეთი როგორც ყოველთვის საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„2004 წელს ასლან აბაშიძემ დანარჩენ საქართველოსთან გაწყვიტა კავშირი, ისევე როგორც, დღეს ოლიგარქმა პროგრესულ სამყაროსთან ურთიერთობა. მაშინ ბათუმში ჩასულმა თურქეთის დელეგაციამ ქართველი ხალხის მხარე დაიჭირა და ასლანს აჭარის დატოვება მოუწია.
ამჯერად თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.
თურქეთი როგორც ყოველთვის საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას”, - წერს მიხეილ სააკაშვილი, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
სიახლეები
- ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 მარტისთვის
- ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს
- "მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1.5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისაგან" - მიხეილ სააკაშვილი
- "შეიცვლება თუ არა თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობა და რას გეგმავს ბრიუსელი?!" - გია ხუხაშვილი