,,ფაქტი სახეზეა, როგორც კი განეიტრალდა რადიკალების ბუდეები აქციამ მშვიდობიანი სახე მიიღო"- ლევან ნიკოლეიშვილი
,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ოფისებში საგამოძიებო მოქმედებებს და კონკრეტული პირების დაკავებას ეხმიანება.
,,ფაქტი სახეზეა, როგორც კი განეიტრალდა რადიკალების ბუდეები, როგორც კი ამოღებულ იქნა სხვადასხვა საშუალებები (პიროტექნიკა, მოლოტოვის კოქტეილები და სხვა), დააპატიმრეს ექსტრემისტები აქციამ მშვიდობიანი სახე მიიღო. ოპოზიციის ლიდერებიც საკმაოდ შეშინებულ-შეფუცხუნებულები იყვნენ, ასეა, როცა სახელმწიფოს ემტერები, კრახი გარდაუვალი გაქვს”, – წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- ზუგდიდში, მართვის მოწმობის გამოცდაზე 6-ჯერ ჩაჭრილი მოქალაქე, გამომცდელს დანით დაემუქრა
- მომდევნო 1 კვირის ამინდის პროგნოზი
- პარლამენტმა პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის გათვალისწინებით, კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 ოქტომბრისთვის
- ელინა ვალტონენის საქართველოში ვიზიტის დასრულების შესახებ ეუთო ინფორმაციას ავრცელებს