რატომ აფრთხილებენ ოჯახისწევრები ნანა ლეჟავას და როგორ აპირებს ნიკა გვარამიას ცემას
„იმედის“ წამყვანი და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნანა ლეჟავა სოციალურ ქსელში საკუთარ პოსტს ეხმაურება, სადაც ნიკა გვარამიას დაემუქრა, რომ სახალხოდ სცემდა:
„დილის 8 საათი. ზარი ჩემს ტელეფონზე. დედაჩემია.
- ჩამოხვედი?
- კი, დე, თბილისში ვარ, სამსახურში მივდივარ.
- ნანა, დღეს არ იჩხუბო და არავის სცემო.“
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ნანა ლეჟავამ ასე უპასუხა ნიკა გვარამიას, რომელმაც მასზე ბინძური ჭორები გაავრცელა: „ამ ქვეყანაში ყველა მეტრაკეს აქვს უფლება, შეურაცხყოფა მოგაყენოს, დაგაბრალოს და მერე შენ რა უნდა ქნა, დადგე და თავი იმართლო? სულ გატარება არ გამოდის!!! შინაგან საქმეთა სამინისტრო - ან მიხედავთ ამ ავადმყოფს, იცით ვისზეც ვსაუბრობ, ან ორშაბათიდან მე მივხდავ! ამ ლოქოს ცემა ნამდვილად არ გამიჭირდება, თან სახალხოდ!!!!“, -წერს ნანა ლეჟავა.
სიახლეები
- „რუსეთს იმედი აქვს, რომ „თეთრ სახლში თავის კაცს დასვამს“ და ამით ნატოს ძლიერებას დაასუსტებს“ – უცხოური პრესა
- "ცვლილებები ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, ვერ დაიგეგმება გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ მესამე მოსმენით მიიღება კანონი"- პრემიერი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისისთვის
- "სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ტყუილად არ დაუკავებიათ არავინ, ეს ადამიანები ახორციელებდნენ ძალადობას"
- "გდდ-ს ყველა თანამშრომელი ეჭვმიტანილია არაადამიანურ მოპყრობაში, წამებასა და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში"