ამ გვერდის ამობედვა

"რუსეთზე მიმდინარე გლობალური ზეწოლა არასაკმარისია ამ ომის დასასრულებლად" - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინა აგრძელებს თავისი დამოუკიდებლობისა და მიწის ბრძოლით დაცვას - ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და რუსული არმიის რეალური აქტივობა ადასტურებს, რომ რუსეთზე მიმდინარე გლობალური ზეწოლა არასაკმარისია ამ ომის დასასრულებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მალე ორმოცდაათი დღე გავა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უგულებელყო შეერთებული შტატების წინადადება სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ - წინადადება, რომელიც უკრაინამ 11 მარტს მიიღო.

„რეალური დიპლომატიისთვის მეტი შესაძლებლობების შესაქმნელად რუსეთზე უფრო ხელშესახები ზეწოლაა საჭირო. მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას“, - წერს ზელენსკი.

წაკითხვა 67 ჯერ