“არაფერი მაქვს სამტკიცებელი, ბევრი ადამიანია მოწმე, სად და ვისთან ერთად ვიყავი” – ლევან სანიკიძე
არაფერი მაქვს თქვენთან სამტკიცებელი, ბევრი ადამიანია მოწმე, რამდენჯერ სად ვიყავი და ვისთან ერთად ვიყავი. დამატებით დეტალები შსს-ს ეცოდინება, ოხრად კამერებია და ისეთი მონდომებულები ხართ ჩემი ლოკაციების დასადგენად, აუცილებლად მოგაწვდიან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც პასუხობს კითხვას, სად იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები 4 ოქტომბრის აქციის მიმდინარეობისას და „რატომ მიატოვეს ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა“.
როგორც ის აღნიშნავს, რატომ არ იყო კოორდინაცია, რატომ წარიმართა მოვლენები ისე როგორც წარიმართა, ეს აუცილებლად გაირკვევა და ბევრ დეტალს მოეფინება ნათელი.
„იმედი მაქვს, მალე „ტვ პირველი“ „გუბაზიჩს“, „გუბაზის ბიჭს“, „მილიონეროვიჩს“ და „პოსტ ტვ“-ის ქარდებს არ გამოაცხობს თავის „ფეიჯზე“. არა უშავს, იმუნიტეტი გამომუშავებული მაქვს. თუმცა ეგ მირჩევნია იმას, დღეს რასაც კერავთ. „ქოცებსაც“ კი არ უკადრიათ ის, რაც თქვენ დღეს მაკადრეთ – სიმხდალე და გაქცევა. არაფერი მაქვს თქვენთან სამტკიცებელი, ბევრი ადამიანია მოწმე, რამდენჯერ სად ვიყავი და ვისთან ერთად ვიყავი. დამატებით დეტალები შსს-ს ეცოდინება, ოხრად კამერებია და ისეთი მონდომებულები ხართ ჩემი ლოკაციების დასადგენად, აუცილებლად მოგაწვდიან.
რატომ არ იყო კოორდინაცია, რატომ წარიმართა მოვლენები ისე როგორც წარიმართა, ეს აუცილებლად გაირკვევა და ბევრ დეტალს მოეფინება ნათელი. თავად ორგანიზატორები, მათი ოჯახის წევრები საუბრობენ გეგმის არევაზე, ღალატზე, გადაგდებაზე. ყველაფერი უნდა გაირკვეს, სხვანაირად არ გამოვა. უბრალოდ, მე მომადგე და ბრალი დამდო ადამიანების გაყიდვაში, მიტოვებაში არის წარმოუდგენელი ამბავი. ცხოვრებაში კაცი არ გამიყიდია. ჩემი კი არა, სხვისი პარტიის ლიდერების დაჭერის დროს მივსულვარ, საუბარი ზედმეტია მეგობრებზე და არც არავის ვემიჯნები. ამ ხალხმა აჩვენა მაგალითი, ყველა ივანიშვილის ტყვეობაშია. დანარჩენი რა როგორ წარიმართა, რა იყო საწყისი გეგმა, ვინ არიან ის გავლენიანი ადამიანები ვინც დააღალატა, იმედი მაქვს, რომ მალე გავიგებთ“, – წერს ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა
- ,,საზოგადოების ძალიან დიდი რაოდენობა არ უჭერს მხარს სანდუს პოლიტიკას"- გიორგი ვოლსკი
- საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო – დაკავებულია 4 პირი
- ,,ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ, 2026 წელს და ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიამაყის, ქართული დროშის დღეს!” – შალვა პაპუაშვილი
- „ნაცზონდერები” და არშემდგარი რევოლუციის ავტორები ჩემზე ავრცელებენ მორიგ ცრუ ინფორმაციას – რა მონაკო და საფრანგეთი?! აგერ, თბილისში ვარ"- ირაკლი ზარქუა