“მაშინ, როდესაც ორგანიზატორებს ერთი მხრიდან ცხრაწლიანი პატიმრობა ემუქრებათ, მეორე მხრიდან ყოფილმა გულშემატკივრებმაც უგანეს და ვითომდა მორყეული ღობის ვერსია გამოაგორეს” - ვასილ მაღლაფერიძე
“ვინც დაიჯერებს, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობე წინასწარ იყო მორყეული, მას იმის დაჯერებაც მოუწევს, რომ დამხობის ორგანიზატორებმა ამის შესახებ იცოდნენ და ადამიანები განზრახ წაიყვანეს ორბელიანზე!” – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მაღლაფერიძე აღნიშნავს, ჩაფლავებული დამხობის რეალური დირიჟორები, რომლებიც ჯერ კიდევ ჩრდილში რჩებიან, დაფრთხნენ, მოღალატის ძებნაში ემანდ ჩვენ არ გამოგვთხარონო და ამიტომ საზოგადოებრივი აზრით მანიპულატორთა კლასტერს ამჯერად „მორყეული ღობის“ თემის აგორება შეუკვეთეს.
„ამას წყალი არ გაუვა, 2×2=4 !!!
მაშინ, როდესაც ორგანიზატორებს ერთი მხრიდან ცხრაწლიანი პატიმრობა ემუქრებათ, მეორე მხრიდან ყოფილმა გულშემატკივრებმაც უგანეს და ვითომდა მორყეული ღობის ვერსია გამოაგორეს.
როგორც ჩანს, ამ ჩაფლავებული დამხობის რეალური დირიჟორები, რომლებიც ჯერ კიდევ ჩრდილში რჩებიან, დაფრთხნენ, მოღალატის ძებნაში ემანდ ჩვენ არ გამოგვთხარონო და ამიტომ საზოგადოებრივი აზრით მანიპულატორთა კლასტერს ამჯერად „მორყეული ღობის“ თემის აგორება შეუკვეთეს, რათა ამ საქმიდან თავად სუფთად გამოძვრნენ, ხოლო დამხობის ჩაფლავება და ღალატი კი მთლიანად თვითგამოცხადებულ ორგანიზატორებს შეეტენოთ! ხოლო ის ავადსახსენებელი ჩრდილოვანი დირიჟორები რომ ნამდვილად არსებობენ, ვის იმედადაც ამ ბედდამწვარმა ორგანიზატორებმა ეს ავანტურა წამოიწყეს, ამას ხომ წყალი არაფრით გაუვა!“ – წერს ვასილ მაღლაფერიძე.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა