"როგორც ჩანს, ირაკლი ოქრუაშვილმა თავის დროზე რაღაც აწყენინა რუსებს და ახლა იმყოფება ჩემს ახლოს საკანში"- მიხეილ სააკაშვილი
ირაკლი ოქრუაშვილმა, როგორც ჩანს, თავის დროზე რაღაც აწყენინა რუსებს და ახლა კი იმყოფება ჩემს ახლოს საკანში. მისი მაგალითი კარგად აჩვენებს, რომ ბოროტებასთან გარიგებით საბოლოო ჯამში ხეირს ვერავინ ნახულობს, - ასე ეხმაურება მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
როგორც სააკაშვილი წერს, მიუხედავად ყველაფრისა, ის ირაკლი ოქრუაშვილს სოლიდარობას უცხადებს.
„ირაკლი ოქრუაშვილმა ჯერ ბადრი პატარკაციშვილთან კავშირით ძალიან დააზარალა ჩვენი ინსტიტუტები, ხოლო ქოცებს საერთოდ ყველაფერი გაუკეთა, მისცა ჩემზე ყველანაირი ჩვენება და სწორედ ამ ჩვენებებით ვარ გასამართლებული.
თუმცა როგორც ჩანს თავის დროზე რაღაც აწყენინა რუსებს და ახლა კი იმყოფება ჩემს ახლოს საკანში.
მისი მაგალითი კარგად აჩვენებს, რომ ბოროტებასთან გარიგებით საბოლოო ჯამში ხეირს ვერავინ ნახულობს. აქვე უნდა ვთქვათ, რომ სწორად მოიქცა, ბოროტების კომისიასთან რომ არ ითანამშრომლა.
ამიტომ მიუხედავად ყველაფრისა, მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვხატო ირაკლის მიმართ და ვუსურვო ამ პატიმრობიდან გათავისუფლება და ოჯახთან დაბრუნება“, - წერს სააკაშვილი მის „ფეისბუქზე“ გავრცელებულ წერილში.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეში ყოფილი გენერალური პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი გაამართლა, ხოლო შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო და მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმც ამნისტიის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და ოქრუაშვილს, საბოლოოდ 5 წელი და სამი თვე მიესაჯა.
ოქრუაშვილს და ადეიშვილს ბუტა რობაქიძის საქმეში ბრალი წარდგენილი ჰქონდათ 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს- სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აპრილიდან
- "40 დღე სრულდება, რაც ილია მეორე ზესთასოფელს შეუერთდა, შეგახსენებთ მის სურვილს, თუნდაც ერთი ნაკლოვანება გამოგვესწორებინა, ამას თუ გავაკეთებთ, შეწევნა იქნება ჩვენი და მისი სულისთვის"
- "სააკაშვილის გარეშე ეს ალიანსი არ არსებობს, ის არის მთავარი სახე, მაგრამ ცდილობენ, ალიანსი წარმოაჩინონ ისე, თითქოს, პლურალიზმია"
- "კობახიძე და მდინარაძე შეიძლება ჩემ გვერდზე საკანში ჩასვან" - ალეკო ელისაშვილი
- "ბავშვების გადარჩენა ზედმეტად ეძვირათ'"- ნიკა გვარამია