ირაკლი ოქრუაშვილი საკანში საწოლის ზომის გაზრდას ითხოვს
სიმაღლეში 191 სმ ვარ, ხოლო საკანში საწოლი 157 სმ-ია, ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი და “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.
”საოცრად წინდახედული ადამიანი ყოფილა ბიძინა ივანიშვილი. ორი თვის წინ ციხის ადმინისტრაციას ვთხოვე საწოლის გადიდება (ერთი ფიცრის დამატება უნდა მხოლოდ). სიმაღლეში 191 სმ ვარ, ხოლო საწოლი 157 სმ -ია. უარი მითხრეს – ეს ზომა ციხის სტანდარტია და გამონაკლისს ვერ დავუშვებთო.
წინდახედულობაა, აბა რა! წინასწარ ციხის საწოლის ზომის სტანდარტი საკუთარი ზომის მიხედვით დააწესო”, – წერს ოქრუაშვილი.
გამოძიება ოქრუაშვილს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური დანაშაულის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება.
სიახლეები
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "კახი, დამშვიდდი, დადინჯდი - დაელოდეთ ხალხის განაჩენს" - ლევან ხაბეიშვილი
- "კრემლი კვლავ დასცინის დიპლომატიას, არღვევს საერთაშორისო სამართალს და კლავს ადამიანებს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი