"ქუთაისში, 97 წლის გოგი კუპატაძე სახლში მარტოა დარჩენილი, გადაადგილების გამო ვერ ვახერხებთ მასთან მისვლას"
გიორგი უშიკიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall
გამარჯობა. ერთი კვირის წინ ცხელ ხაზზე დაგირეკეთ და გაცნობეთ, რომ ქუთაისში სახლში მარტოა დარჩენილი 97 წლის გოგი კუპატაძე. გადაადგილების გამო ვერ ვახერხებთ მასთან მისვლას. სამი შვილიდან ორი გარდაცვილი ჰყავს და მესამე შვილი (67 წლის პენსიონერი) და შვილიშვილები ვერ ახერხებენ ყურადღების მიქცევას სხვა ქალაქში ყოფნის გამო და რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ გადაადგილება შეზღუდულია და ქალაქები ჩაკეტილი. აღდგომამ ისე ჩაიარა, რომ ერთი კვერცხისა და ხატისპურის მიტანა ვერ მოახერხეთ მასთან. ძალიან საწყენია," - წერს ის.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"