"ირაკლი პანკისში მუშაობდა, ტყიდან იშვიათად გამოდიოდა. რომ მოვიდა და კვატებიანი დავხვდი, გაბრაზებული მეუბნება..." - რა ამბავს იხსენებს ნათია ფანჯიკიძე?
ფსიქილოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ხშირად წესრ საკუთარი გამოცდილებისა და თავსგადახდენილი ამბების შესახებ. ამჯერად ორი კვატის ამბავი მოყვა და ამ ამბით სრულიად სოციალური ქსელი გაახალისა:
"ფერმის რეკლამას გადავაწყდი, წიწილა 60 თეთრიო და გამახსენდა, ერთხელ ორი კვატი ვიყიდე დიღმის ბაზარში. მთელი დღე ტანსაცმელში მყავდა და დარბოდნენ ჩემზე, ღამით აივანზე იძინებდნენ. ირაკლი იმ წლებში პანკისში მუშაობდა, ტყიდან იშვიათად გამოდიოდა. რომ მოვიდა და კვატებიანი დავხვდი, გაბრაზებული მეუბნება, სულ გაგიჟდი შენ, სახლი საქათმედ გადააქციეო. მოკლედ, ყოველ გავლა-გამოვლაზე რაღაცას მაძახებდა ნერვებაშლილი. რომ ამოწურა, რაც შეიძლებოდა სახლის საქათმედ ქცევის ფაქტის მიმართ გამოეხატა, რა მიეცი ამ სისულელეშიო, - ახალი მიზეზის ძებნა დაიწყო კიდევ. 60 თეთრი თითო-მეთქი და უცებ გაჩუმდა და გულმოკლული მეუბნება, საწყლები, როგორ შემეცოდნენო. 60 თეთრად ცოცხალი არსების დაფასებამ გული აუჩუყა. ხოდა მას მერე ვცხოვრობდით მე და ჩემი კვატები დიდხანს და ბედნიერად, სანამ ისე არ დაძროხდნენ, რომ სკინტის რეცხვას ვერ ავუდიოდი და გავაჩუქე რაჭაში მათი სიბერემდე ტკბილად ცხოვრების გარანტიით და პირობების შექმნით", - წერს ნათია ფანჯიკიძე.
სიახლეები
- „თეატრალური იმერეთი 2026“ იწყება
- ,,წავაგებდით ბრიუსელისთვის რომ მოგვესმინა, ვიგებთ იმიტომ, რომ ბრიუსელს არ ვუსმენთ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,ოპოზიციას ჯერ კიდევ აქვს ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნისა თუ ბრიუსელის მხარდაჭერა რადიკალიზმში"- შალვა პაპუაშვილი
- ,,დღევანდელი სასამართლო ბუტაფორიაა, თუმცა ჯიუტად დავდივართ პროცესებზე, რადგან ამ ჩამოტარებით მოწმეებს მოვუსმინოთ, რომლებიც დაზეპირებულ ტექსტებს ჰყვებიან"- ანი ნადარეიშვილი
- სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი