Twitter და TikTok შესაძლოა გაერთიანდეს
Twitter-მა, გაერთიანებისა და ურთიერთთანამშრომლობის მიზნით, მოლაპარაკებები გამართა ჩინური აპლიკაციის, TikTok–ის მფლობელებთან.
ამის შესახებ The Wall Street Journal სანდო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის თანახმად, Twitter დაინტერესებულია TikTok-ის აშშ-ის სექტორთან გაერთიანებით.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინური კომპანიის პოლულარობა საფრთხეს უქმნის მოქალაქეების პირადი ცხოვრების უსაფრთხოებასა და ხელშეუხებლობას. პრეზიდენტმა ამერიკულ კომპანიებს მოსთხოვა, რომ TikTok 15 სექტემბრამდე შეიძინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკაციის გამოყენება აშშ-ის მასშტაბით აიკრძალება.
სიახლეები
- ,,ხველა არ არის დაავადება – ის არის დაცვითი რეფლექსი, რომელიც ეხმარება ორგანიზმს სასუნთქი გზების გაწმენდაში” – პედიატრი ინგა მამუჩიშვილი
- „აკაცუკებს“ ტყუილად გიხარიათ – მშვენიერი, ჯიგარი ბიჭია ესეც"- ირაკლი ზარქუა
- ,,მათი მიზანია, საზოგადოებაში ნელ-ნელა დაგროვდეს ეჭვი და გარკვეულ ნაწილს გაუჩნდეს საკუთარი სახელმწიფოსა და ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის განცდა"-ზვიად შალამბერიძე
- თურქეთის სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა
- თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს