ვინ არიან „მსოფლიო კლასის მოჭადრაკეები“ ანუ დიდი პოლიტიკოსები დონალდ ტრამპის ვერსიით
პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში წერს:
„მსოფლიო კლასის მოჭადრაკეები“ ანუ დიდი პოლიტიკოსები - დონალდ ტრამპის ვერსიით
დონალდ ტრამპმა, ვისკონსინის შტატში გამოსვლისას, რუსეთის, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეისა და თურქეთის ლიდერებს „მსოფლიო კლასის მოჭადრაკეები“ უწოდა. „ერთ-ერთი მომენტი, რასაც მივხვდი, ისაა, რომ ვლადიმერ პუტინი, სი ძინპინი, კიმ ჩენინი და რეჯეფ ერდოღანი მსოფლიო დონის მოჭადრაკეების არიან“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
რაში დაჭირდა ამის თქმა დონალდ ტრამპს?
საქმე ისაა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მუდმივად აკრიტიკებს თავის მოწინააღმდეგეს, პრეზიდენტობის კანდიდატს ჯო ბაიდენს. ამ შემთხვევაშიც დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ თუ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქნება, იგი ვერ გაატარებს ამერიკის პოლიტიკას ისე, როგორც ამას დონალდ ტრამპი ახორციელებს, მას ვერ ექნება ისეთი ურთიერთობა ჩამოთვლილ ლიდერებთან, როგორიც დონალდ ტრამპს აქვს. მოკლედ, ჯო ბაიდენი მათ ვერ შეედრება, დონალდ ტრამპი კი ყველას იცნობს და ურთიერთობაც არ უჭირს.
წყარო:
https://ria.ru/20200818/1575916404.html…"- წერს ის.
სიახლეები
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი აპრილიდან
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს