რა უნდა იცოდეთ თუ კარანტინში მოხვდით - ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტი კარანტინიდან
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც კარანტინში იმყოფება, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ წესების შესახებ წერს, რაც მოქალაქეებმა კარანტინში მოხვედრის შემთხვევაში უნდა იცოდნენ.
,,მეგობრებო, იცოდეთ თქვენი უფლებები. მათ შორის, ამ, დისკრიმინაციულ კარანტინშიც კი. თორმეტი დღის ათვლა იწყება პირველივე დღიდან.
მეთორმეტე დღეს, დილით, ადრე მოითხოვეთ ტესტი. თუ დააგვიანებენ, უთხარი რომ ღამის თორმეტ საათზე, კარების გაღების და გამოსვლის უფლება გაქვთ. დაგვირეკეთ ჟურნალისტებს. სახალხო დამცველის აპარატს. თქვენ გვერდით გავჩნდებით და ვიბრძოლებთ თქვენთან ერთად.
მთავარ მოთხოვნად ისევ რჩება დისკრიმინაციული კარანტინის გაუქმება. ხელისუფლებას, რომელსაც პანდემიის ეშინია, 21 მილიონს სასტუმროებში კი არ ხარჯავს, სასუნთქ აპარატებს ყიდულობს.
როგორ შეიძლება სახელმწიფო ინფექციურ საავადმყოფოს ნაგავისგან არ ცლიდეს და კორონაზე საუბრობდეს.
მოკლედ, იცოდეთ თქვენი უფლებები და დაიცავით ისინი. კიდევ ერთხელ გახსოვდეთ რომ ჩვენი იმედი ყოველთვის გქონდეთ", - წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- „თეატრალური იმერეთი 2026“ იწყება
- ,,წავაგებდით ბრიუსელისთვის რომ მოგვესმინა, ვიგებთ იმიტომ, რომ ბრიუსელს არ ვუსმენთ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,ოპოზიციას ჯერ კიდევ აქვს ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნისა თუ ბრიუსელის მხარდაჭერა რადიკალიზმში"- შალვა პაპუაშვილი
- ,,დღევანდელი სასამართლო ბუტაფორიაა, თუმცა ჯიუტად დავდივართ პროცესებზე, რადგან ამ ჩამოტარებით მოწმეებს მოვუსმინოთ, რომლებიც დაზეპირებულ ტექსტებს ჰყვებიან"- ანი ნადარეიშვილი
- სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი