,,ეს არის სახელმწიფო ენის პატივისცემა" - გოგა ჩანადირი
,,რა კარგია - თბილისში ტაქსის ქართულენოვანი ნიშნები გამოჩნდა. აქამდე მხოლოდ უცხოენოვანი წარწერები იყო", - ამის შესახებ ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ სწორედ ,,ეს არის სახელმწიფო ენის პატივისცემა".
,,იმედი მაქვს, მოასფალტებულ სადგომებსაც დაემატება ქართულად დაწერილი "ტაქსი", რომელზეც, ჯერჯერობით, მხოლოდ ლათინურად აწერია.
ქართულ-ლათინური წარწერები მონაცვლეობით უნდა ეწეროს და უცხოელიც გაერკვევა. ყოჩაღ, ამ აბრების გამკეთებელს!", - წერს გოგა ჩანადირი.
სიახლეები
- ,,ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი - სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს"- მიხეილ სააკაშვილი
- ,,სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა" - გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება
- ,,ჩვენი ქვეყანა ღიაა იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან მოხდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დაწყება"- ზვიად შალამბერიძე
- ,,ჩვენი და ამერიკის თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა”
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი