გიორგი შერმადინი ესპანეთის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს
ესპანეთის კალათბურთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გიორგი შერმადინი "2020 წლის მეფედ" აღიარა.
ACB-მა გასული წლის სტატისტიკური მონაცემები შეაჯამა და სარგებლიანობის მხრივ გიორგი შერმადინი გამოარჩია.
საქართველოს ნაკრების ცენტრის ჯამური სარგებლიანობის კოეფიციენტი 592 იყო, მას ჩამორჩნენ ისეთი სახელოვანი კალათბურთელები, როგორიცაა ვალტერ ტავარესი (579), ნიკოლა მიროტიჩი (547), ფაკუნდო კამპაცო (496) და ბოიან დუბლევიჩი (433).
აღსანიშნავია, რომ შერმადინი ამ კომპონენტში 2017 წელსაც საუკეთესო იყო 710 ქულით, 2018-ში კი პირველობა თორნიკე შენგელიას (791) ერგო, რომელიც იმხანად „ბასკონიას“ წევრი იყო, ამჟამად კი, მოსკოვის ცსკა-ს ღირსებას იცავს.
სიახლეები
- ექიმებმა გორში ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს
- ხობში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
- ,,კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა – ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს"- კახა კალაძე
- ,,თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის"- კახა კალაძე
- ,,სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები - ტერორიზმს მაბრალებენ"- ალეკო ელისაშვილი