ამ გვერდის ამობედვა

28 მარტს საქართველო-ესპანეთის მატჩს გულშემატკივარი დაესწრება

საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ცხადი გახდა, რომ დიდი ალბათობით, მარტში საქართველოს ნაკრების შეხვედარზე გულშემატკივრებს დაუშვებენ.

„28 მარტს, ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს, დინამო არენაზე, რეგულაციების დაცვით!” – წერია ღარიბაშვილის განცახდებაში.

 

ამის თაობაზე დღეს ფეხბურთის ფედერაციაში საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მნიშვნელოვანი ამტჩები ელის – შესარჩევ ციკლს შვედებთან 25 მარტს სტოკჰოლმში მატჩით დაიწყებს, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს გუნდი საბერძნეთს სალონიკში ესტუმრება.

 

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანეთის მატჩი „დინამო-არენაზე” 28 მარტს გაიმართება.

წაკითხვა 456 ჯერ