საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოგებით გახსნა
მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთის ნაკრების ბრწყინვალე დებიუტი შედგა - ისტორიული, პირველი თამაში ნაკრებმა გამარჯვებით დაასრულა და თითქმის გაინაღდა პლეი ოფის საგზური. ქართველმა წყალბურთელებმა ბრაზილიის ნაკრებს მოუგეს, ანგარიშით 14:10.
მეორე ტურის შეხვედრები 23 ივნისს გაიმართება და საქართველოს ნაკრების მეტოქე მონტენეგრო იქნება. 25 ივნისს კი, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფის ფავორიტს და მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელს - უნგრეთს შეხვდება.
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, თექვსმეტი ქვეყნის ნაკრები ოთხ ჯგუფშია გადანაწილებული. ჯგუფური ეტაპის შეხვედრების შემდეგ, პირველ ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ მოიპოვებენ მეოთხედფინალის საგზურებს. მეორე და მესამე ადგილზე გასულები კი პლეი ოფში - მერვედფინალში ითამაშებენ.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე