ამ გვერდის ამობედვა

"ტორპედომ" თბილისის "დინამო" დაამარცხა და თასის ფინალში გავიდა

საქართველოს თასის ნახევარფინალში ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "დინამო" 2:0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
 

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ქუთაისელები პედრო მონტეიროს გოლით 56-ე წუთზე დაწინაურდნენ, საბოლოო ანგარიში კი მაურო კაბალერომ 73-ე წუთზე დააფიქსირა.


აღსანიშნავია, რომ "ტორპედოს" თბილისის "დინამო" 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ არ ჰყავდა დამარცხებული.

წაკითხვა 241 ჯერ