ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის სპორტის სასახლეში ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილისა და მსოფლიო ვიცე-ჩემპიონის აკაკი კიბორძალიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში დასრულდა

ქუთაისის სპორტის სასახლეში დასრულდა ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილისა და მსოფლიო ვიცე-ჩემპიონის აკაკი კიბორძალიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში.


ტურნირში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრო.


„ქუთაისის სპორტის სასახლეში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩვენი ლეგენდარული ძიუდოისტების დავით ხახალეიშვილისა და აკაკი კიბორძალიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი.


200-მდე ჭაბუკი ძიუდოისტი მონაწილეობდა შეჯიბრში.


ტურნირი ქუთაისის მერიის ინიციტივით დაფუძნდა და ყოველწლიურად გაიმართება. ამ სახის სპორტული ღონისძიებები მნიშვნელოვანია როგორც ახალი თაობის სპორტსმენების მხარდასაჭერად, ასევე ქუთაისის პოპულარიზაციისათვის,“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

წაკითხვა 228 ჯერ