ამ გვერდის ამობედვა

82 წლის ასაკში პელე გარდაიცვალა

ბრაზილიელი, საფეხბურთო ლეგენდა პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაციას ამის შესახებ BBC -ი ავრცელებს.

 

ბოლო წლების განმავლობაში ბრაზილიელ ფეხბურთელს თირკმლისა და პროსტატის პრობლემები აწუხებდა.

 

21-წლიან კარიერაში პელემ მსოფლიო რეკორდი მოხსნა 1 363 თამაშში 1 281 გატანილი გოლით, მათ შორის სანაკრებო დონეზე 92 თამაშში 77 გატანილი გოლით.

 

პელე ასევე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც მსოფლიო თასი სამჯერ აქვს მოგებული - 1958, 1962 და 1970 წლებში. 2000 წელს კი FIFA-მ იგი საუკუნის მოთამაშედ დაასახელა.

წაკითხვა 205 ჯერ