ამ გვერდის ამობედვა

„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გახდა

ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონია.

„პარტენოპეიმ“ სტუმრად „უდინეზესთან“ ფრედ 1:1 ითამაშა და ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ისტორიაში მესამედ დაეუფლა ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს.

 

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ უახლოეს მდევარ „ლაციოს“ ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე 16 ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რომაელებს ნეაპოლელების დაწევის თეორიული შანსიც აღარ აქვს.

 

ცნობისთვის, „ნაპოლი“ ჩემპიონი ისტორიაში მესამედ გახდა. აქამდე სამხრეთ იტალიელებმა სერია ა 1986-1987, 1989-1990 წლების სეზონებში მოიგეს.

 
 
წაკითხვა 235 ჯერ