ამ გვერდის ამობედვა

კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს.

22 წლის კვარაცხელიას გუნდმა „ნაპოლიმ“ ევროპის უმაღლესი საკლუბო შეჯიბრის მეოთხედფინალში გააღწია და ადგილობრივ მეტოქე „მილანთან“ დამარცხდა.

 

უეფას ვებსაიტის თანახმად, კვარაცხელიას პირველი სეზონი სერია A-შიც შთამბეჭდავი იყო. ის დაეხმარა ნაპოლის სერია A-ს პირველი ტიტულის მოპოვებაში 1990 წლის შემდეგ და დასახელდა ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ. მას მეტსახელად „კვარადონა“ შეარქვეს.

წაკითხვა 319 ჯერ