FIFA-ს ვერსიით 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ლიონელ მესი
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) თანახმად, 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულია აშშ-ის კლუბ „ინტერ მაიამისა“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი. ამის შესახებ ორშაბათს გამოაცხადეს ლონდონში გამართულ ცერემონიაზე The Best FIFA Football Awards. მესისთვის ეს უკვე მესამე ასეთი პრიზია. თავად ფეხბურთელი ცერემონიას არ ესწრებოდა, მის მაგივრად ჯილდო მიიღო ღონისძიების თანაწამყვანმა, ყოფილმა ფეხბურთელმა, ფრანგმა ტიერი ანრიმ.
მესიმ იმდენივე ხმა მიიღო, რამდენიც ნორვეგიის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა, მაგრამ გაუსწრო მას, ვინაიდან ეროვნული ნაკრებების მეტმა კაპიტანმა მისცა ხმა. ჯილდოს კანდიდატი იყო ასევე საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე.
ოქტომბერში 36 წლის მესი მერვედ გახდა „ოქროს ბურთის“ მფლობელი. ამდენჯერ ჯერ არავის მოუპოვებია ეს ჯილდო, რომელსაც ჟურნალი France Football-ი გასცემს ყოველ წელს.
სიახლეები
- ,,რომეო მიქაუტაძეს ჩამოერთვა ძვირადღირებული საათები, ოქროს ზოდები, მონეტები, ბინა ესპანეთში” – ირაკლი მარშანია
- ,,შარშან მივწერე ევროკავშირის ელჩს – ფაქტები გავუზიარე, როგორ იყენებდნენ ზიზღის ენას ევროკავშირის დაფინანსებული NGO-ები პარლამენტის წევრებზე"- შალვა პაპუაშვილი
- ინდოეთში, საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ათი ადამიანი დაიღუპა
- „როგორც განვითარდა ნარატივი ყულევის პორტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამხელა ინტერესი არსებობს საქართველოს წინააღმდეგ”- მაკა ბოჭორიშვილი
- ,,მთლიანად დოკუმენტი არის ცილისწამება, თავადვე აღიარეს, რომ ჭორებზეა დაფუძნებული"- შალვა პაპუაშვილი