"ჩვენი მიზანია ამ მიმართულებით მუშაობის გაღრმავება" - საქართველოს რაგბის კავშირის იმერეთის წარმომადგენლობამ ქუთაისში პრესკონფერენცია გამართა
დღეს, ქუთაისში, საქართველოს რაგბის კავშირის იმერეთის წარმომადგენლობამ, მოქმედი მედიასაშუალებებისთვის პრესკონფერენცია გამართა. შეხვედრაზე, რომელიც სარაგბო ბაზა “აია–არენაზე” გაიმართა, იმერეთში არსებული რაგბის გუნდებისა და ამ სპორტის პოტენციალზე პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა, ვეტერანი რაგბისტები და წარმატებული სპორტსმენები ესწრებოდნენ, რომლებმაც რეგიონში რაგბის განვითარების ხელშეწყობისთვის მედიასთან კიდევ უფრო მჭიდრო კომუნიკაციის სურვილი გამოთქვეს.
შეხვედრის შესახებ FirstNews.ge-თან რაგბის კავშირის რეგიონალური მენეჯერი იმერეთის რეგიონში ბაქარ შვანგირაძემ ისაუბრა:
"პირველ რიგში, მადლობა ჟურნალისტებს მობრძანებისთვის. ჩვენთვის, რაგბის კავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედიასთან მჭიდრო კომუნიკაცია. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ამ მიმართულებით მუშაობის გაღრმავება. ზოგადად იმერეთის რეგიონში და პირველ რიგში ქუთაისში მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდი როლი აქვს რაგბს. ძალიან წარმატებული პროფესიონალური და ასაკობრივი გუნდები გვყავს, ჩვენი მიზანია, რომ ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ”, – განაცხადა რაგბის კავშირის რეგიონალურმა მენეჯერმა იმერეთის რეგიონში ბაქარ შვანგირაძემ.
შეხვედრის ბოლოს ჟურნალისტები მიწვეულები იყვნენ რაგბის თამაშზე, სადაც ერთმანეთს ქუთაისის "აია" და ბათუმის სარაგბო კლუბი დაუპირისპირდა ერთმანეთს. თამაში ქუთაისის "აიას" გამარჯვებით დასრულდა.
სიახლეები
- „რუსეთს იმედი აქვს, რომ „თეთრ სახლში თავის კაცს დასვამს“ და ამით ნატოს ძლიერებას დაასუსტებს“ – უცხოური პრესა
- "ცვლილებები ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, ვერ დაიგეგმება გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ მესამე მოსმენით მიიღება კანონი"- პრემიერი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისისთვის
- "სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ტყუილად არ დაუკავებიათ არავინ, ეს ადამიანები ახორციელებდნენ ძალადობას"
- "გდდ-ს ყველა თანამშრომელი ეჭვმიტანილია არაადამიანურ მოპყრობაში, წამებასა და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში"