მოსკოვში გამართულ მსოფლიო თასზე ქართველმა სამბისტებმა ხუთი სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს
მოსკოვში გამართულ მსოფლიო თასის გათამაშებაზე ქართველმა სამბისტებმა ხუთი სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს.
„ხარლამპიევის მემორიალზე“ საქართველოს ნაკრების წევრთაგან ოქროს მედლები მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა, ნინო ოძელაშვილმა და ევროპის ჩემპიონმა ბექა ბერძენიშვილმა მოიპოვეს.
72 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ოძელაშვილმა ბელარუსი მოჭიდავე ანჟელა ჟილინსკაია დაამარცხა, ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში კი რუს ოლგა ზახარცოვას სძლია.
ბერძენიშვილმა კი ტურნირის ფინალური დაპირისპირება მოლდოველ დენის ტაჩის მოუგო.
ბრინჯაოს მედლები მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ელენე ქებაძემ (+80 კგ), სალომე აბაშიძემ (60 კგ) და ბექა ბერულავამ (82 კგ) დაისაკუთრეს.
„ხარლამპიევის მემორიალზე“ საქართველო სამმა სამბისტმა გოგონამ წარმოადგინა და სამივე მათგანი მედლის მფლობელი გახდა. ქართველი გოგონები გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდნენ.
1tv.ge
სიახლეები
- სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
- ისრაელმა ირანი დაბომბა
- ,,გონზე არ არიან, ვისთან აქვთ საქმე, რომ შეიძლება ქართველ ხალხს უთხრან, ვიზა გინდა თუ თავისუფლებაო?!"- შალვა პაპუაშვილი
- შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით მებაჟე ოფიცრებმა, სგპ სარფში ცეცხლსასროლი იარაღები აღმოაჩინეს
- ზამთრის წვნიანი